პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ავალდებულებს IT-ის დიდ კომპანიებს, ფილიალები დააარსონ რუსეთში
კანონპროექტი, რომელსაც პუტინმა 1 ივლისს მოაწერა ხელი და რომელიც იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ვებსაიტზეა განთავსებული, უცხოური IT- ის კომპანიებისგან, რომელთა დღიური აუდიტორია შეადგენს არანაკლებ 500 000 ადამიანს, მოითხოვს მათ მიერ სრულყოფილი ფილიალების შექმნას რუსეთში, რომლებიც "პასუხისმგებელნი იქნებიან რუსეთის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში".
კანონი შეეხება ყველა IT-კომპანიას, ვებსაიტების მფლობელებს, საინფორმაციო სისტემებსა და პროგრამებს, რომლებიც ავრცელებენ მასალებს რუსულ ენაზე, ან რუსეთის ფედერაციის ეთნიკური ჯგუფების ენებზე.
ამას გარდა, ფირმებმა, რომლებიც განათავსებენ რუსეთის მოქალაქეებისთვის განკუთვნილ რეკლამას, ამუშავებენ პირად მონაცემებს მომხმარებლებისა, რომლებიც რუსეთში იმყოფებიან, ან იღებენ ფინანსურ დახმარებას რუსეთის მოქალაქეებისგან ან კომპანიებისგან, უნდა დააარსონ ფილიალები რუსეთში 2022 წლის 1 იანვრიდან.
ამასთანავე, კანონი ავალდებულებს მსგავს ორგანიზაციებს, დარეგისტრირდნენ რუსეთის მედიის სამეთვალყურეო ორგანოს, როსკომნადზორის, ვებსაიტზე, ორმხრივი კომუნიკაციის მიზნით.