Добавить новость
World News





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


„მომავალი ხელისუფლება კოალიციური ძალებით უნდა იყოს ფორმირებული“ - ნიკა მელია

ავტორები: ქართლოს შარაშენიძე, საბა გუჯაბიძე (ამერიკის ხმა)


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარის და ლიდერების ოფიციალური ვიზიტი ვაშინგტონში გრძელდება. ვიზიტის მეორე დღეს მათ შეხვედრა გამართეს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის უფროს წევრთან, სენატორ რონ ჯონსონთან. ასევე სენატორების, ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის წარმომადგენლებთან.


„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ სენატში გამართულ ორსაათიან შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემა პარტიის სამომავლო ხედვები და გეგმები იყო.


„სენატორი ჯონსონი დაინტერესებულია, როგორც კარსმომდგარი არჩევნებით, ასევე რუსეთის გავლენით ჩვენს ქვეყანაში, რეგიონში უსაფრთხოების საკითხებით და იმ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხარისხით, რომელიც დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არსებობს. ჩვენ, რა თქმა, უნდა გვერდს ვერ ავუვლიდით ოლიგარქიულ ხელისუფლებაზე საუბარს და ძალიან სამწუხაროა, რომ ჯერჯერობით, ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ვაშინგტონში ჩამოდიან, უწევთ საუბარი არა მხოლოდ განვითარებაზე, პროგრესზე, არამედ ოლიგარქიულ რეჟიმზე, რომელიც ბედის უკუღმართობით ჩვენს ქვეყანას დაატყდა თავს“. - ამბობს ნიკა მელია.




 


თუმცა, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება შეხვედრის ძირითადი სასაუბრო თემა არ ყოფილა. „მე მას გავაცანი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ სამოქმედო გეგმები და ის ხედვა, რომლითაც მე ვარ აღჭურვილი და ჩემი კონკრეტული ხედვა მომავალ ხელისუფლებასთან დაკავშირებით. მე მიმაჩნია, რომ მომავალი ხელისუფლება, ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა იყოს ფორმირებული კოალიციური ძალებით, რაც ხელს შეუწყობს ვითარების ნორმალიზებას ქვეყნის შიგნით, განამტკიცებს პოლიტიკურ სტაბილურობას და დარწმუნებული ვარ კოალიციური ხელისუფლების პირობებში, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ერთი ორად გაიზრდება“, - აცხადებს „ამერიკის ხმასთან საუბრისას „ენმ“-ის თავმჯდომარე.




 


„ვაშინგტონში ძალიან კარგად იციან იმ ვალდებულების შესახებ, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში „ქართულ ოცნებას“ აქვს აღებული და მოელიან, რომ ეს რეფორმების დღის წესრიგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე განხორციელდება, სადაც იმედი გვაქვს, რომ ძალიან ბევრი დამკვირვებელი იქნება“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას.




„ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ პროდასავლური ოპოზიციის თანამშრომლობა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე იზიარებენ ჩვენს შეხედულებას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა სასამართლო სისტემის რეფორმირებაა. დეტალურად იციან იმის შესახებ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლე წევრების დანიშვნა მოხვდა იმგვარად, რომ ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას. ამაზე მკაფიო განცხადება გააკეთა აშშ-ის ელჩმა, ქალბატონმა კელი დეგნანმა და ბუნებრივია, ეს განწყობა არის ასევე სენატში, ისევე როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებში, რომლებსაც ასევე შევხვდით. ამიტომ ისინი თვალ-ყურს ადევნებენ, რომ ვალდებულებები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ აიღო, განხორციელდეს. ჩვენი ხედვაა, რომ მომავალი ხელისუფლება უნდა იყოს კოალიციური და უნდა შედგებოდეს პროდასავლური კოალიციური მთავრობისგან“, - აცხადებს თინა ბოკუჩავა.




„განცდა, რომ საქართველო საერთაშორისო რუკიდან არის წაშლილი, სიმართლეს აბსოლუტურად არ შეესაბამება. ჩვენმა მეგობრებმა დაგვარწმუნეს, რომ ისინი ბოლომდე მოიაზრებენ თავს ქართული დემოკრატიის მხარდამჭერებად“, - ამბობს ამერიკის ხმასთან საუბრისას „ენმ“-ის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ნონა მამულაშვილი. ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შემდეგ ის ამბობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოს შესახებ სტრატეგიის შექმნაზე მუშაობს.


„როგორც ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა სხვადასხვა შეხვედრაზე გვითხრეს, სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს შესახებ სტრატეგიაზე მუშაობს და ეს არის პირველი ამგვარი შემთხვევა, როდესაც კონკრეტულად საქართველოს შესახებ იქნება სტრატეგია დადებული. აღარ მაქვს განცდა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საქართველო რუსეთის გავლენას დაუბრუნდება იმიტომ, რომ ჩვენი მეგობრები ამ რთულ პერიოდში ჩვენს მიტოვებას არ აპირებენ“, - აცხადებს მამულაშვილი.




 


მისივე თქმით, რამდენიმე შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო “ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, ხელი არ მოეწერა შარლ მიშელის დოკუმენტზე. „ჩვენი პარტნიორები ხვდებიან, რატომ არ აწერს „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებას ხელს. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ ჩვენთვის პრობლემატურია ამნისტიის საკითხი და ავუხსენით კონკრეტულად, რატომ არის პრობლემური ეს ამნისტია. ასევე ვუთხარით, რომ მოლაპარაკების სივრცე არსებობს და ამ ეტაპზე ხელმოწერაზე უარის თქმა არ ნიშნავს, რომ ჩვენ მომავალში არ გადავხედავთ ჩვენს გადაწყვეტილებას. მაგრამ, ამ ეტაპისთვის ის მტკივნეული პრობლემა, რაც არის ამნისტია, არის მიუღებელი. ჩვენ დავარწმუნეთ, რომ აბსოლუტურად ყველა პროცესში მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ ამნისტიის შესახებ კანონი ასეთი სახით არ უნდა იქნეს მიღებული“, - აცხადებს მამულაშვილი.


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ვიზიტი ვაშინგტონში კვლავ გრძელდება, სენატში გუშინ 15 ივნისს გამართულ შეხვედრამდე, ისინი უკვე შეხვდნენ სახელმწიფო დეპარტამენტისა და უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებს, ასევე სხვადასხვა ანალიტიკური ცენტრისა და ფონდი ხელმძღვანელ პურებს, - შეხვედრები გაიმართა „ატლანტიკურ საბჭოში“, „ჯეიმსთაუნის ფონდში“ და „ჰერიტიჯის ფონდის ხელმძღვანელთან.


Загрузка...

Читайте на сайте

Другие проекты от 123ru.net








































Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net