მამუკა ხაზარაძე: 2022 წელს უნდა დაინიშნოს სრულად პროპორციული არჩევნები
მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნებს ოპოზიცია კი არა, ახლა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ითხოვს.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ მოლაპარაკება შედგება და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება. იდეალურია, რომ 2021-ში მოხდეს ეს ყველაფერი, რისიც მე არ მჯერა, მაგრამ მე მგონია, რომ 2022-ში შესაძლებელია სრულად პროპორციული არჩევნები... ეს სხვა პარტიებმა და ოპოზიციამაც უნდა გაიზიაროს... ჩემი აზრია, რომ 2022-ში უნდა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები სრული პროპორციული და იქიდან უნდა დაიწყო ახალი 4 წლის ათვლა", - თქვა ხაზარაძემ.
ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა, როცა ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარების თარიღად 2022 წელს ასახელებს. ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით ამ დრომდე უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე და არ შედის პარლამენტში.