ლიუბოვ სობოლი აცხადებს, რომ მისთვის წაყენებული ბრალდებები კრემლის შურისძიებაა
"ვთვლი, რომ ჩემ წინააღმდეგ აღძრული ეს სისხლის სამართლის საქმე პირველ რიგში ნავალნიზე შურისძიებაა, ... რადგან ის გადაურჩა ქიმიური იარაღით მოწამვლას, შურისძიებაა მისი ანტიკორუფციული ნაბიჯებისთვის", - უთხრა სობოლმა ტელეკომპანია "დოჟდს" 27 დეკემბერს.
სობოლისთვის წაყენებული ბრალდებები უკავშირდება მის მიერ ზარის დარეკვას ნავალნიზე თავდასხმასთან დაკავშირებული, ფედერალური უშიშროების სამსახურის ოფიცრის სახლის კარზე 21 დეკემბერს. სობოლი 25 დეკემბერს დააკავეს და ექვსჯერ დაკითხეს.
ნავალნი 20 აგვისტოს გახდა ავად, როცა ციმბირიდან მოსკოვში მიფრინავდა. ის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სდებს ბრალს თავის მოწამვლაში საბჭოთა პერიოდის ნერვული ნივთიერებით.