ევროკავშირის ქვეყნებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ბრექსიტის სავაჭრო შეთანხმებას
ბლოკის ელჩები ბრიუსელში შეიკრიბნენ 28 დეკემბერს, რათა თანხმობა მიეცათ შეთანხმებისთვის, რომელიც ადგენს სავაჭრო ჩარჩოს მას მერე, რაც ბრიტანეთი წლის ბოლოს დატოვებს ევროკავშირის ერთიან ბაზარს და საგადასახადო გაერთიანებას.
ევროკავშირის მორიგე პრეზიდენტი ქვეყნის, გერმანიის თანახმად, შეთანხმებას ევროკავშირის ქვეყნების ყველა მთავრობა წერილობით დაამტკიცებს 29 დეკემბერს, მომდევნო დღეს კი ის ბრიტანელმა პარლამენტარებმა უნდა მიიღონ.