ამოცნობილია პირი, რომელმაც ქალაქ ნეშვილში აფეთქება მოაწყო
ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე აფეთქება 25 დეკემბერს, გამთენიისას მოხდა. ფურგონიანი ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიჭრა 3 ადამიანი.
ნეშვილის პოლიციამ ტვიტერზე გამოაქვეყნა ქუჩის ვიდეომეთვალყურეობის კამერით გადაღებული ჩანაწერი, რომელიც აფეთქების მომენტს ასახავს.
აფეთქების შედეგად დაზიანდა ათეულობით შენობა და ახლომდებარე საავადმყოფოს და პოლიციის განყოფილების საკომუნიკაციო სისტემები.