აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს კორონავირუსი აქვს
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას აპრილიდან აღრიცხული აქვს კორონავირუსის 8400-ზე მეტი შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 108 ადამიანი.
დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში დაახლოებით 240 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
ეპიდემიის გამო, აფხაზეთში დაკეტილია სავაჭრო ობიექტები, სურსათის მაღაზიების და აფთიაქების გარდა, არ მუშაობენ სპორტული და გასართობი დაწესებულებები და შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. აკრძალულია ხალხმრავალი შეკრებები.