ცხინვალის ცნობით, კორონავირუსით პირველი პაციენტი, 88 წლის ქალი გარდაიცვალა
„ბოლო კვირის განმავლობაში რესპუბლიკაში დაავადებულთა რიცხვის მატება შეინიშნება. მარტო ერთი დღე-ღამის განმავლობაში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 57 შემთხვევა. სამწუხაროდ, დაფიქსირდა ინფიცირებულის გარდაცვალების პირველი შემთხვევა. გარდაიცვალა 88 წლის ქალი, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა“, - აღნიშნა მარინა კოჩიევამ გამოცემა „რესთან“ საუბარში.
დღეს ცნობილი გახდა ასევე, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს. მისი პრესმდივნის თანახმად, დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და ე.წ. პრეზიდენტი თავის მოვალეობებს დისტანციურად ასრულებს.
რუსეთის დე ფაქტო საზღვარზე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ (15 სექტემბერი), ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით 194 ადამიანი დაინფიცირდა.