ასპინძაში 2 წლამდე ბავშვს მანქანამ გადაუარა
არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის ქვეშ შემძვრალი ბავშვი მძღოლმა ვერ დაინახა და მანქანა დაძრა. ბავშვი დაიღუპა.
როგორც რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით. იგი ითვალისწინებს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.