აეროპორტების გაერთიანება: თვითმფრინავის სალონში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება
„თბილისის აეროპორტი უკვე პრაქტიკულად მზად არის. ქუთაისის აეროპორტი და „აეროპორტების გაერთიანებაში“ შემავალი სხვა დანარჩენი აეროპორტები ვემზადებით 1 ივლისისთვის. ყველა აეროპორტში ამჟამად მიმდინარეობს სტიკეტების დაკვრა, რათა მგზავრებმა შეძლონ დისტანციის დაცვა მეტრ-ნახევარის ოდენობით.
რაც შეეხება თვითმფრინავის სალონში მგზავრობას, მგზავრებს მოუწევთ ასევე პირბადეების ტარება, ასევე იმ აეროპორტების რეგულაციების დაცვა, სადაც ჩაფრინდებიან“, - აცხადებს არჩუაძე.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნება. 1 ივლისიდან კი ქვეყანა საზღვრებს საერთაშორისო ვიზიტორებისთვისაც გახსნის.
ასევე წაიკითხეთ:
რით შეძლებს აჭარა ტურისტების მოზიდვას
ტურისტი “სახლიდან სახლში” - როგორი ტურიზმი იქნება, როცა იქნება
გიორგი გახარიას თქმით, ტურისტს კორონავირუსზე სწრაფი ტესტის ჩატარება საქართველოშიც შეეძლება