საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ მუჟავაში, სავარაუდოდ, სამი მოქალაქე დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ მათ შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. დამატებითი დეტალები, მათ შორის, დაკავებულების ვინაობა, ამ ეტაპზე უცნობია.