კონორ მაკგრეგორმა მესამედ დააანონსა კარიერის დასრულება
„მეგობრებო, გადავწყვიტე მებრძოლის კარიერა დავასრულო. მადლობა ყველას საოცარი მოგონებებისთვის. შესანიშნავი მოგზაურობა გამოვიდა. გადავწყვიტე სპორტიდან ახალგაზრდა წავიდე“ - დაწერა 31 წლის სპორტსმენმა.
კონორ მაკგრეგორმა კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება აქამდე ორჯერ მიიღო. პირველად 2016 წლის აპრილში, ასევე ტვიტერში დაწერა, რომ მიდიოდა, მაგრამ ორ დღეში გადაიფიქრა და 2019 წლამდე სამი ბრძოლა ჩაატარა. მეორედ 2019 წლის მარტში აუწყა ყველას, რომ „სხვა ბიზნესზე“ სურდა გადართვა. ერთწლიანი პაუზის შემდეგ კი ისევ ავიდა რინგზე და ამერიკელი დონალდ სერონე ნოკაუტით დაამარცხა.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონორს UFC-ის მსუბუქი წონის დროებით ჩემპიონთან ჯასტინ გეიჯისთან ჩხუბი სურდა.