ქართული ოცნების ყოფილი წევრები პარტიას ქმნიან
"ბუნებრივია, ღია ვართ თანამშრომლობისთვის ჩვენი სხვა კოლეგების მიმართ და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო გავფართოვდებით, რადგან ჩვენი ხედვა იქნება სწორედ პოზიტიური დღის წესრიგის, ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება საქართველოსთვის“, - ამბობს ჯაში.
პარტიის თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილი იქნება, გენერალური მდივანი მარიამ ჯაში, ხოლო პოლიტსაბჭოს თავჯდომარე - ზვიად კვაჭანტირაძე.
ახალი პარტიის წევრებმა ქართული ოცნება 2019 წელს დატოვეს. ნაწილმა - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების გამო, ხოლო ნაწილმა - პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების გამო.