Добавить новость
World News





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


კორონავირუსის ეკონომიკური შედეგი საქართველოში

ეკონომისტები აცხადებენ, რომ ჩინეთის ეკონომიკას მკაცრი დარტყმა ემუქრება, რადგან წარმოებისა და სერვისის ინდუსტრიების საკმაოდ დიდი ნაწილი დახურულია. 


ახალი კორონავირუსის გამო -- რომელიც ჩინეთში გაჩნდა და 25-მდე ქვეყანაში გავრცელდა -- სრულად ან ნაწილობრივ დახურეს საკუთარი დაწესებულებები ჩინეთში ისეთმა კორპორაციებმა, როგორიცაა Apple, Google, IKEA, Burger King, Hyundai, Swatch. აშშ, ევროპისა და აზიის სახელმწიფოები ახალი რეგულაციებით ცდილობენ აღკვეთონ ვიზიტები ჩინეთიდან. 40-ზე მეტმა ავიაკომპანიამ -- მათ შორის, American, Delta, United, Lufthansa and British Airways -- გააუქმა ფრენები ჩინეთის მიმართულებით. 


ახალი კორონავირუსის თავიდან არიდების მიზნით, ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა დროებით შეაჩერა საქართველომაც. ასევე, აიკრძალა ჩინეთიდან საქართველოში ცოცხალი ცხოველების, კერძოდ, დეკორატიული კუებისა და თევზების იმპორტი. 


ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც ტვირთბრუნვა მილიარდ დოლარს აჭარბებს. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებზე დაწესებულ შეზღუდვებს, სავარაუდოდ, გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე. 


ეპიდემიების დროს, ერთ-ერთი სფერო, რომელიც ყველაზე მეტად ზიანდება სერვისია -- ტრანსპორტი, მგზავრების გადაზიდვა -- რაც პირდაპირ უკავშირდება ტურისტულ ინდუსტრიას. ამასთან, საქართველოში ჩინელი დამსვენებლების რიცხვი საკმაოდ მცირეა. ოფიციალური მონაცემებით, 2019 წელს საქართველოს 50 ათასამდე ჩინელი ტურისტი ეწვია, 2018 წელს კი - 32 000-მდე.


საქართველოსა და ჩინეთს შორის ფრენების აკრძალვა ხელს უშლის ზაზა პართემიშვილს, რომელსაც დაახლოებით 7 წელია ჩინეთიდან ბავშვის სათამაშოები ჩამოაქვს და საქართველოში ყიდის. ის ყოველწლიურად, საშუალოდ, სამჯერ ჩადის ჩინეთში, ხოლო 4-5 კონტეინერი საქართველოში ეტაპობრივად ჩამოდის და თითოეულის თვითღირებულება დაახლოებით 25-35 ათას დოლარამდეა.


ზაზა რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ახალი წლის გამო პროდუქცია თითქმის სრულად გაიყიდა. ამიტომ, იანვარში საქმიანი ვიზიტით ჩინეთში უნდა წასულიყო, მაგრამ ფრენების აკრძალვის გამო, წასვლას და საქონლის მომარაგებას ვერ ახერხებს. 


“სამწუხაროდ ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა მომხმარებლები შემოდიან და კითხულობენ: ‘ეს ჩინურია? კორონავირუსი სჭირს?’ ფაქტია, რომ ინფორმაცია არ აქვს მოსახლეობას, რომ ვირუსი გადადის ჰაერწვეთოვანი გზით და არა პროდუქციით”.


ზაზა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საბანკო ვალდებულებებთან გამკლავებას კიდევ სამი თვე თუ შეძლებს, თუმცა ფიქრობს, რომ სიტუაციის დასტაბილურებას კიდევ 6 თვე დასჭირდება.


საქართველოს ელჩი ჩინეთში არჩილ კალანდია რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ კორონავირუსი, სავარაუდოდ, არც ისე პოზიტიურ შედეგებს გამოიღებს საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, “მაგრამ ახლა ამ ეტაპზე რაიმე სახის ზარალზე საუბარი ძალიან ნაადრევია.”


“უნდა ველოდოთ რომ შეფერხება იქნება”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დავით აფციაური, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორი, ყოფილი ელჩი ჩინეთში, ეკონომიკის დოქტორი და განაგრძობს: “მაგრამ არა ინტერესის კლების გამო, არამედ იმიტომ, რომ კონტაქტები შეიზღუდება ბიზნეს წრეებს შორის. ვინაიდან აქტიური საქმიანობიდან გამოთიშული იქნებიან ჩინელი ბიზნესმენები.


აფციაური განმარტავს, რომ თუ კორონავირუსის ლოკალიზება მოხდება უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში, მაშინ საქართველოსა და მსოფლიო ეკონომიკაზე ეპიდემიას დიდი ზეგავლენა არ ექნება. ხოლო თუ არაეფექტური აღმოჩნდა ღონისძიებები, რომელთაც მთელი მსოფლიო ატარებს ამ დაავადების შეჩერებისთვის, შედეგები ნამდვილად იქნება გაცილებით მძიმე. 


“წინასწარი მონაცემებით, თუ ჩინეთი იზოლირებული იქნება 2-3 თვით, მაშინ 1%-მდე შეიძლება მოხდეს GDP-ის ვარდნა მსოფლიოში, ჩინური ეკონომიკის ჩათვლით. აქაც არ უნდა იყოს ძალიან დიდი დარტყმა”, - ამბობს აფციაური. 


დავით აფციაური ხაზს უსვამს სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტების შეფერხებას, როგორც საკვანძო საკითხს და ამბობს, რომ ბიზნესზე ცუდად მოქმედებს ისიც, რომ ჩინელი პარტნიორების უმეტესობა იზოლირებულია და მხოლოდ სახლიდან მუშაობა შეუძლია. მეორე ფაქტორი კი ფსიქოლოგიურია:


“ადამიანები ელიან, როდის დასრულდება ეს ყველაფერი და ამის გამო, შეიძლება შენელდეს, ან არ იყოს აქტიური საქმიანი ურთიერთობები”.


ძირითადი პროდუქტები, რომლებიც ჩინეთიდან საქართველოში იმპორტირდება სამომხმარებლოა. “თუ საერთაშორისო კორპორაციები ჩინეთში წარმოებას შეაჩერებენ, ჩვენი მარაგები ჯერჯერობით საკმარისია, რომ მოხმარდეს ქართულ ბაზარს”, - ამბობს დავით აფციაური და ამატებს: “გარდა ამისა, ჩინეთის გარდა სხვა ქვეყნებშიც არის წარმოება.”

Загрузка...

Загрузка...

Читайте на сайте

Другие проекты от 123ru.net








































Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net