Добавить новость
World News





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


შურისძიება ყველგან სწვდება პუტინისა და კადიროვისთვის მიუღებელ ჩეჩნებს

30 იანვარს, მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, საფრანგეთის ერთ-ერთ სასტუმროში ცივი იარაღით მიყენებული რამდენიმე ჭრილობით მოკლული ნახეს იმრან ალიევი, 44 წლის ჩეჩენი ბლოგერი, რომელიც გამოირჩეოდა კრემლის მიერ მხარდაჭერილი რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის, კრიტიკით.


გამოძიების ფარგლებში, ჯერჯერობით არავინაა დაკავებული. უცნობია მკვლელობის მოტივი.




44 წლის იმრან ალიევი, რომელიც ბელგიაში ცხოვრობდა, "მანსურ სტარის", ანუ „მოხუცი მანსურის“ სახელით „იუტუბის“ საშუალებით რეგულარულად აქვეყნებდა კრიტიკულ ვიდეომასალას კრემლის ფავორიტ რამზან კადიროვის წინააღმდეგ, რომელიც 2007 წლიდან ერთპიროვნულად მართავს ჩეჩნეთის რესპუბლიკას.


ევროპაში მცხოვრებმა ჩეჩენმა ოპოზიციონერმა ბლოგერმა, ტუმსო აბდურახმანოვმა, გაავრცელა ცნობა, რომ ალიევის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მიიღო ინფორმაცია ევროპაში დაქირავებული მკვლელის გაგზავნის თაობაზე, რომელიც ალიევს უნდა ასდევნებოდა.




ამ ცნობას სკეპტიკურად აფასებს მუსა ტაიპოვი, სტრასბურგში მოღვაწე ჩეჩენი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომელსაც რეგულარული კავშირი ჰქონდა ალიევთან. „გარდიანთან“ იტერვიუში ტაიპოვმა განაცხადა, რომ ალიევმა ბევრი მტერი გაიჩინა ჩეჩნეთის მეზობელ ინგუშეთში კავკასიის ორ რეგიონს შორის სასაზღვრო საკითხებში წამოჭრილი დავის თაობაზე გაკეთებული კომენტარებით.


 


ზელიმხან ხანგოშვილი

40 წლის ჩეჩნური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი 2018 წლის 23 აგვისტოს გერმანიაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი ტყვიით მოკლეს. საქართველოს პანკისის ხეობის მკვიდრს სიკვდილისთვის მანამდეც არაერთხელ ჩაუხედავს თვალებში.


2000-იანი წლების დასაწყისში, ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, ზელიმხან ხანგოშვილი ჩეჩენი სეპარატისტების მხარეზე იბრძოდა რუსეთის ფედერალური არმიის წინააღმდეგ,.


2015 წლის 28 მაისს თბილისის ცენტრში უცნობმა ბოროტმოქმედმა რამდენჯერმე ესროლა მას და მიიმალა. თავდასხმის მომენტში ხანგოშვილი იმყოფებოდა თავის ავტომობილში, რომელთანაც მიირბინა ახალგაზრდა მამაკაცმა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ზელიმხან ხანგოშვილმა ჭრილობები მიიღო ხელისა და მხრის არეში.


​ხანგოშვილი 2016 წლის ბოლოს ჩავიდა ბერლინში, სადაც იმედოვნებდა, რომ უსაფრთხოდ იქნებოდა.მას გასული წლის 23 აგვისტოს ბერლინში, „კლაინერ ტირგარტენში“, უცნობმა ადამიანმა გაუხსნა ცეცხლი. თავის არეში მიყენებული ორი ჭრილობით ხანგოშვილი ადგილზევე გარდაიცვალა.




პოლიციამ დააკავა 49 წლის რუსი ეროვნების ეჭვმიტანილი პირი, რომელსაცყალბი პირადობის მოწმობა აღმოაჩნდა, გასული წლის 4 დეკემბერს კი გერმანიის პოლიციამ ქვეყნიდან გააძევა ორი რუსი დიპლომატი მას შემდეგ, რაც მანამდე გენერალურმა პროკურატურამ „მოიპოვა საკმარისი ფაქტობრივი მტკიცებულება“, რომ მკვლელობის უკან იდგა „უცხოეთის დაზვერვის სამსახური“.


უსაფრთხოების ორმა ექსპერტმა „ტაიმსს“ მიაწოდა ცნობა, რომლის თანახმად, სამხილებით დასტურდება, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა და მის უკან რამზან კადიროვი იდგა. ხანგოშვილის მკვლელობიდან მალევე რუსეთის პრეზიდენტმა, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ხანგოშვილს უწოდა „პირსისხლიანი მკვლელი“, რომელიც რუსეთში მომხდარ არაერთ ტერაქტში მონაწილეობდა.




 


უმარ ისრაილოვი

კადიროვის ყოფილი მცველი, ისრაილოვი, ვენაში მოკლეს 2009 წლის 13 იანვარს, როცა ცდილობდა ხელიდან დასხლტომოდა ოთხ ჩეჩენს, რომლებსაც რამზან კადიროვმა, სავარაუდოდ, მისი შეპყრობა და უკან, ჩეჩნეთში, ჩაყვანა დაავალა.


27 წლის ისრაილოვს, რომელმაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა ჩეჩნეთის ხელისუფლების წინააღმდეგ, ავსტრიამ 2006 წელს თავშესაფარი მისცა.




მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე ისრაილოვმა „ნიუ-იორკ ტაიმსს“ უამბო, რომ იგი თავად იყო მოწმე, როგორ აწამებდნენ კადროვი და მისი ხელქვეითები შეიარაღებულ ამბოხში მონაწილე ეჭვმიტანილებს.


2011 წელს ვენის სასამართლომ ისრაილოვის მკვლელობაში ბრალი წაუყენა ჩეჩნური წარმომავლობის სამ პირს, მათ შორის ყოფილ ჩეჩენ პოლიციელს, ლეხა ბოგატირიოვს, რომელმაც ჩახმახს გამოჰკრა ხელი, მაგრამ დანაშაულის ჩადენის შემდეგ მოახერხა ავსტრიის დატოვება და, როგორც ვარაუდობენ, ამჟამად რუსეთში უნდა იმყოფებოდეს. ბოგატირიოვი აშშ-ის მიერ „მაგნიტსკის აქტის“ სახელით ცნობილ სანქცირებულ პირთა სიაშია შეყვანილი.


 


სულიმ იამადაევი

სულიმ იამადაევი, კადიროვთან დაპირისპირებული გავლენიანი ჩეჩნური კლანის წარმომადგენელი, 2009 წლის 28 მარტს მოკლეს თავში ნასროლი ტყვიით საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, არაბთა გაერთიანებული საამიროს დედაქალაქ დუბაიში.


ექვსი თვით ადრე კი მოსკოვის ცენტრში თავდამსხმელებმა მოკლეს მისი ძმა, რუსეთის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რუსლან იამადაევი.




ორივე ძმა ჩეჩნეთის ომის დროს კრემლის მხარეზე იბრძოდა, სულიმი რუსეთის სამხედრო დაზვერვის დაქვემდებარებაში მყოფი ბატალიონ „ვოსტოკის“ მეთაური იყო.


კადიროვთან უთანხმოების გამო, სულიმ იამადაევმა რუსეთი 2008 წელს დატოვა. ცნობილი ჩეჩენი მეთაურის მკვლელობის ორგანიზებაში დუბაის ხელისუფლებამ დამნაშავედ ცნო მისი ნათესავი და თანამებრძოლი ადამ დელიმხანოვი.


 


სამი მოკლული ტერორისტი

2011 წელს სტამბოლის ერთ-ერთ პარკინგზე ჩაცხრილეს სამი ჩეჩენი, რომლებიც რუსეთის მიერ ტერორიზმთან კავშირში იყვნენ ეჭვმიტანილი. თურქეთის პროკურატურამ განაცხადა, რომ ისინი დახოცეს რუსეთის აგენტებმა, რომლებმაც შემდგომ ქვეყანა დატოვეს.


რუსეთის ხელისუფლება სტამბოლში დაღუპულ ორ პირს ადანაშაულებდა 2001 წელს მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში ტერაქტის ორგანიზებაში. მაშინ თვითმკვლელის მიერ მოწყობილ თავდასხმას 37 კაცი შეეწირა.


მესამე მოკლულს ბრალად ედებოდა ჩეჩნეთის საველე მეთაურ დოკუ უმაროვთან კავშირი. უმაროვი 2007 წლიდან დაღუპვამდე, ანუ 2013 წლამდე, ისლამისტების ამბოხებას ედგა სათავეში. 


 


ზელიმხან იანდარბიევი

ჩეჩენ სეპარატისტთა ყოფილი ლიდერი, ზელიმხან იანდარბიევი, 2004 წლის ტერაქტის შედეგად დაიღუპა ყატარის დედაქალაქ დოჰაში. შეიარაღებული ამბოხების ორგანიზების ბრალდებითრუსეთის მიერ ძებნილი იანდარბიევი 1996-97 წლებში იყო ჩეჩნეთის მოქმედი პრეზიდენტი. ის დევნილობაში ცხოვრობდა დოჰაში, სადაც მანქანაში ააფეთქეს.




ტერაქტში მსჯავრდებული პირები მოგვიანებით სასჯელის მოსახდელად რუსეთის ციხეში გადაიყვანეს, მაგრამ, როგორც იტყობინებოდნენ, მალევე გაათავისუფლეს, იანდარბიევი კი გაერომ 2003 წელს იმ პირთა სიაში შეიყვანა, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაცია „ალ-ყაიდასთან“ იყვნენ დაკავშირებული.


 


საიდ-ემინ იბრაგიმოვი



ჩეჩნეთის სეპარატისტული ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი 2014 წელს ამტკიცებდა, რომ იგი სტრასბურგში გაიტაცეს და აწამეს რუსეთის სპეცსამსახურის აგენტებმა, რომლებსაც სურდათ შური ეძიათ იბრაგიმოვზე მის მიერ პუტინის მისამართით გამოთქმული ბრალდებების გამო. იბრაგიმოვი რუსეთის ლიდერს ადანაშაულებდა ჩეჩნეთის მეორე ომის დროს ჩადენილ დანაშაულში, რამაც პუტინს გზა გაუკაფა აბსოლუტური ძალაუფლებისკენ.


 


მაგომედ ოჩერჰაჯი

2009 წელს იუტუბით გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ახალგაზრდა კაცი აცხადებდა, რომ რამზან კადიროვმა მას მაგომედ ოჩერჰაჯის, ნორვეგიაში მცხოვრები ჩეჩნური დიასპორის ლიდერის, მოკვლა დაავალა.


სავარაუდო კილერი, სახელად რუსლან ხალიდოვი, ამბობდა, რომ მას აწამებდნენ და აიძულებდნენ შეესრულებინა დავალება.


ოჩერჰაჯიმ 2009 წელს რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ ამ გეგმის შესახებ ხალიდოვისგან შეიტყო. „მე ხალიდოვთან სალაპარაკოდ წავედი მას შემდეგ, რაც მისგან მივიღე მესიჯი, რომ კადიროვს ჩემი მოკვლა უნდა. ცხადია, ამან შემაშფოთა. მისგან შევიტყვე, რომ კადიროვი და მისი ხალხი ჩემში ხედავენ საფრთხეს და სწორედ ჩემი შიშით ვერ ჩადიან ნორვეგიაში“, - თქვა მაშინ მაგომედ ოჩერჰაჯიმ.


 


ადამ ოსმაევი



რუსეთის მიერ ვლადიმირ პუტინის მოკვლის განზრახვაში ეჭვმიტანილი ჩეჩენი ადამ ოსმაევი ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს 2017 წლის 31 ოქტომბერს. კიევის ცენტრში მას და მის ცოლს, ამინა ოკუევას, თავს დაესხნენ. ამინა თავდასხმის დროს დიღუპა, ადამ ოსმაევი კი დაიჭრა. აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების წინააღმდეგ მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტში ცოლ-ქმარი უკრაინის მხარეზე იბრძოდა.




ეს იყო ოსმაევის მკვლელობის მეორე მცდელობა. მანამდე ჩეჩენ მებრძოლს კიევში ცეცხლი გაუხსნა შეიარაღებულმა პირმა, რომელიც მას ფრანგ ჟურნალისტად გაეცნო. მაგრამ ოკუევმა მოასწრო გასროლა და დაჭრა თავდამსხმელი, რომელიც, როგორც იუწყებიან, არაერთგზის ნასამართლევი ჩეჩენი აღმოჩნდა.


2012 წელს რუსეთმა ოსმაევი ისლამისტ ექტრემისტებთან ერთად პუტინზე განზრახულ თავდასხმაში დაადანაშაულა. ის უკრაინაში იხდიდა სასჯელს. მოგვიანებით მოსკოვმა უკრაინას მისი გადაცემა სთხოვა, რაზეც კიევისგან უარი მიიღო. ოსმაევი უკრაინის საპატიმროდან გათავისუფლდა ორწელიწადნახევრის პატიმრობის შემდეგ.


Загрузка...

Читайте на сайте

Другие проекты от 123ru.net








































Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net