დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გამოეხმაურა მონასტრის სენაკში მომხდარს
„როგორც ეპარქიიდან შეგვატყობინეს, მარტყოფის ღვთაების მონასტერში მოხდა მკვლელობა. მონასტერს შეფარებული ჰყავს უსახლკაროები და სხვადასხვა სოციალური თუ სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანები. როგორც აგვიხსნეს, ერთ-ერთმა ფსიქიურად დაავადებულმა, მონასტერს შეფარებულმა ადამიანმა მოკლა მეორე და გაიქცა მონასტრიდან“, - აღნიშნავს ჯაღმაიძე.
მარტყოფში, მონასტრის სენაკში ყელგამოჭრილი მამაკაცი იპოვეს. როგორც რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობის) მუხლით მიმდინარეობს.