სტამბოლში სამგზავრო თვითმფრინავი ავარიული დაშვების შემდეგ სამ ნაწილად გაიხლიჩა
ბორტზე სულ 117 ადამიანი იმყოფებოდა. ამჟამად მათი ევაკუაცია მიმდინარეობს.
თვითმფრინავი, რომელიც იზმირი-სტამბოლის რეისს ასრულებდა, ავიაკომპანია „პეგასუსს“ ეკუთვნის. გავრცელებული ცნობებით „პეგასუსის“ თვითმფრინავებისთვის ეს უკვე მეორე შემთხვევაა როდესაც ამ აეროპორტში ასაფრენი ბილიკიდან ავარიულად გადადიან.