3700-მდე ადამიანი ორ კვირას კარანტინში გაატარებს გემზე, რომელზეც კორონავირუსი დაავადებულები აღმოაჩინეს
მედიკოსებმა დაადასტურეს, რომ ახალი ტიპის პნევმონიით დაავადებულია გემზე მყოფი, სულ მცირე, ათი ადამიანი. ყველანი ევაკუირებული არიან სანაპირო დაცვის კატარღებით და ისინი საავადმყოფოში მოათავსეს. იტყობინებიან, რომ მათი მდგომარეობა ნორმალურია.
ლაინერი Diamond Princess-ი 3 თებერვალს დააყენეს კარანტინზე იაპონიის პორტ იოკოჰამაში. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ჰონ-კონგელ ტურისტს, რომელიც კრუიზის დასრულებამდე ჩავიდა გემიდან, კორონავირუსი აღმოაჩნდა. ლაინერზე შემოწმება ჩაუტარეს დანარჩენ მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს.
5 თებერვლისთვის მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ტიპით, რომელიც ჩინეთის პროვინცია ჰუბეიდან გავრცელდა, გარდაცვლილია თითქმის 500 ადამიანი, დაავადებულია 24 ათასზე მეტი. უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 65 ადამიანი, რაც ეპიდემიის სარეკორდო რაოდენობაა.
იანვრის ბოლოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მსოფლიო მასშტაბით საგანგებო ვითარება გამოაცხადა ჩინეთის ფარგლებს გარეთ ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების გამო.