პერლ ჰარბორის ბაზაზე დაჭრილი ორი ადამიანი გარდაიცვალა
საზღვაო ქვეითმა, რომლის ვინაობას ჯერჯერობით არ ასახელებენ, თავი მოიკლა. მან ცეცხლი გაუხსნა სამოქალაქო პირებს, რომლებიც აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტით მუშაობდნენ.
4 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის გამო, ჰავაიზე მდებარე სამხედრო-საზღვაო ბაზის და მისი მიმდებარე ტერიტორია დროებით დაიკეტა. გამოძიებას სპეციალური სამსახურები ატარებენ. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
7 დეკემბერს პერლ ჰარბორის ბაზაზე დაგეგმილია იაპონიის ავიაციის თავდასხმიდან 78-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. 1941 წელს განხორციელებულ თავდასხმას, რომლის შემდეგ შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში ჩაერთო, 2400-მდე ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.