ბათუმში კინოთეატრ „აპოლოსთან" 250-მდე პოლიციელია მობილიზებული
კინოთეატრ „აპოლოს“ შესასვლელთან დაახლოებით 250 პოლიციელია მობილიზებული.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, მოპირდაპირე მხარეს დგას აქციის 50-მდე მონაწილე. ისინი ხმის გამაძლიერებლით მიმართავენ კინოთეატრის ადმინისტრაციას, არ დაუშვას ფილმის ჩვენება.
სამართალდამცველების განმარტებით, კინოდარბაზში შესვლა შეუძლია მოქალაქეს, რომელიც ბილეთს წარმოადგენს. შემდეგ კი მაყურებელმა დაცვის მეტალოდეტექტორში უნდა გაიაროს შემოწმება.
მაყურებლებს კინოთეატრ „აპოლოში“ 21:00 საათიდან ელოდებიან.
ბათუმში ფილმის ჩვენება 8, 9 და 10 ნოემბერსაა დაგეგმილი. კინოსეანსებზე ყველა ბილეთი გაყიდულია.