სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს აკავებენ
ამ დროისათვის შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ 2 პირის დაკავებას ადასტურებს. უწყების ცნობით, ისინი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.
ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება საქართველოში სამი დღის განმავლობაში, 8, 9 და 10 ნოემბერს გაიმართება. ჩვენების წინააღმდეგ მობილიზებულია სხვადასხვა რადიკალური დაჯგუფება: „ქართული მარში“, გურამ ფალავანდიშვილის „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“, ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებიან საპატრიარქო და ცალკეული სასულიერო პირებიც.