23 ტონა იმპორტირებულ ქათმის ხორცში სალმონელა აღმოჩნდა
„7 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ბათუმის პორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ვეტერინარული-სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, უკრაინიდან შემოტანილ გაყინულ ქათმის ხორცში (23 380კგ) სალმონელას ბაქტერია გამოვლინდა“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, სალმონელას ბაქტერიით დაბინძურებული საქონელი უკვე განადგურდა.