კახა კალაძე: სად მაქვს ფილმის დრო
მისივე განცხადებით, სამართალდამცავები ყველა ადამიანის უსაფრთხოებას დაიცავენ.
„შს სამინისტრომ განცხადება უკვე გააკეთა და ყველა ადამიანის უსაფრთხოება დაცული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება საქართველოში სამი დღის განმავლობაში, 8, 9 და 10 ნოემბერს გაიმართება. ჩვენების წინააღმდეგ მობილიზაციას აცხადებს სხვადასხვა რადიკალური დაჯგუფება: „ქართული მარში“, გურამ ფალავანდიშვილის „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“, ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებიან საპატრიარქო და ცალკეული სასულიერო პირებიც.