პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ბოლო კანდიდატს მოუსმენენ
გოჩა ჯეირანაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეა. 2009-2018 წლებში იყო ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2002-2009 წლებში, სხვადასხვა დროს მუშაობდა ახალციხის კრიმინალურ პოლიციაში, სამცხე-ჯავახეთის შინაგან საქმეთა სამმართველოსა და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 23 სექტემბერს დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ ასარჩევი კანდიდატების მოსმენა. საკომიტეტო განხილვის დასრულების შემდეგ, კანდიდატებს კენჭს პარლამენტის სხდომაზე უყრიან.