ბიჭმა, რომელსაც რეზინის ტყვია თვალში მოარტყეს, სინათლე დაინახა
დემეტრეს მეგობარმა, პოეტმა ნიკა ლაშხიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ექიმების განცხადებით, გაჩნდა იმედი, რომ მხედველობას არ დაკარგავს.
ამის შესახებ ნიკა ლაშხიამ ფეისბუკზეც დაწერა.
20 ივნისს, პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე მომხდარი დაპირიპირებისას 240 პირი დაშავდა, მათ შორისაა, 80 პოლიციელი.