აქციის მონაწილეთა ნაწილი რუსთაველის გამზირზე დაჯდა
რუსთაველის გამზირზე რჩება მომიტინგეთა ის ნაწილი, რომელმაც არ გაიზიარა 21 ივნისის საპროტესტო აქციის ორგანიზატორების - „თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების“ წარმომადგენლების მოწოდება - აქციის ოფიციალური ნაწილის დასრულებისა და აქციის 22 ივნისს 19:00 საათზე გაგრძელების თაობაზე.
უცვლელია აქციის მონაწილეთა მოთხოვნები: გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; გათავისუფლდეს ყველა ის ადამიანი, რომლებიც სამართალდამცველებმა 20 ივნისს, საპროტესტო აქციის დარბევის პროცესში და შემდეგ დააკავეს; დაისაჯოს ყველა ის სამართალდამცველი, ვინც ძალადობით გამოირჩეოდა აქციის დარბევისას და არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით.