ყაზტრანსგაზი: საცხოვრებელი კორპუსი ძლიერ აფეთქებას გადაურჩა
ჭილაძის 166-ე ნომერში, საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულზე აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, აფეთქებას ნგრევა არ მოჰყოლია. დაშავდა სამი ადამიანი.
„ყაზტრანსგაზის“ განცხადებით, აფეთქების შესახებ ინფორმაცია კომპანიის ცხელ ხაზზე შეტყობინება 18:41 წუთზე შევიდა. კომპანიის სპეციალისტების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დადგინდა, რომ კორპუსი გაზის დიდი რაოდენობით დაგროვების გამო ძლიერ აფეთქებას გადაურჩა:
„მეზობლების განცხადებით აღნიშნული ბინა გაქირავებული იყო. დაშავებულია სამი ადამიანი რომლებსაც მსუბუქი დამწვრობა აღენიშნებათ. დამატებითი დეტალები გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში და უყურადღებოდ. ამით საფრთხეს უქმნით, თქვენი ოჯახის წევრების და მეზობლების სიცოცხლეს“, - ნათქვამია „ყაზტრანსგაზის“ განცხადებაში.