მაიკ პომპეო ბერლინში ანგელა მერკელს შეხვდა
ბერლინსა და ვაშინგტონს შორის დისკუსიის საგნად რჩება ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო შეთანხმება, კონფლიქტი სირიასა და ავღანეთში, ურთიერთთანამშრომლობა რუსეთისა და უკრაინის საკითხების გარშემო.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა ბერლინს, რომ შეუერთდეს ირანის მიმართ მკაცრ სანქციებს. პასუხად გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ გერმანია ბოლომდე დაიცავს ირანთან მიღწეულ შეთანხმებას, მიუხედავად ხელშეკრულებიდან აშშ-ის გასვლისა. მაიკ პომპეო გერმანიის შემდეგ ეწვევა შვეიცარიასა და ნიდერლანდს, შემდეგ კი აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად გაემგზავრება დიდ ბრიტანეთში.