რომის პაპი რუმინეთს ესტუმრა მართლმადიდებლებთან კავშირის გასამყარებლად
მაისის დასაწყისში ის ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვია.
ფრანცისკეს ბუქარესტის აეროპორტში დახვდა პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი. სამდღიანი ვიზიტის გეგმაში ასევე შედის შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და სატელევიზიო მიმართვა რუმინეთის მოსახლეობისადმი.
ოფიციალური სტატისტიკით, კათოლიკეები შეადგენენ რუმინეთის 20-მილიონიანი მოსახლეობის, დაახლოებით, 5%-ს. უმრავლესობა მართლმადიდებლები არიან.
1 ივნისს ფრანცისკე ჩავა კარპატების მთებთან მდებარე სეკლერლანდის რეგიონში, რომელიც 600 ათასამდე ეთნიკური უნგრელის სამშობლოა. ადგილობრივები - უმეტესწილად, კათოლიკეები - პაპის ვიზიტს მიიჩნევენ მათი განსხვავებული იდენტობის აღიარებად.
ფრანცისკე გამოთქვამს იმედს, რომ ხელს შეუწყობს რუმინეთში მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა დაახლოებას.