დავით კირკიტაძემ ბრალი აღიარა
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დღევანდელ სხდომაზე პროკურორის შეკითხვას, აღიარებს თუ არა ბრალდებას, კირკიტაძემ უპასუხა, რომ აღიარებს.
„ველისციხის ინციდენტის დროს განვითარებული მოვლენები ყველამ იხილა. ავტობუსი, რომელიც ხელს გვიშლიდა, არ ჰქონდა ამომცნობი ნიშანი და ამან გამოიწვია ის ფაქტი, რაც მოხდა. თორემ ჩემი განზრახვა, ვინმესთვის, რომ შურაცხყოფა მიმეყენებინა, არ ყოფილა", - განაცხადა დავით კირკიტაძემ. მისივე თქმით, პოლიციელზე თავდასხმის წინასწარი განზრახვაც არ ჰქონია. დავით კირკიტაძემ აღნიშნა, რომ პოლიციელების საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია და მათ ბოდიშს უხდის.
ამის შემდეგ, ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად ერთსაათიანი დრო ითხოვა.