დონალდ ტრამპი მიგრანტების გამო მექსიკას გადასახადს უწესებს
დონალდ ტრამპის ინფორმაციით, პრობლემის მოგვარებამდე გადასახადი ყოველთვიურად გაიზრდება და ოქტომბრამდე 25%-ს მიაღწევს.
პრეზიდენტის განცხადებით, მექსიკის პასიური ხელშეწყობით აშშ-ში ხვდებიან კრიმინალური ჯგუფები, კონტრაბანდისტები და ადამიანებით და ნარკოტიკებით მოვაჭრეები. დონალდ ტრამპის თქმით, მასობრივი უკანონო იმიგრაციის გამო შექმნილია საგანგებო სიტუაცია, რომელიც ემუქრება აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას და ეკონომიკას.
აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გადასახადის დაწესების შესახებ, კატასტროფული უწოდა მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხესუს სეადემ. მისი განცხადებით, ტრამპის მუქარის პრაქტიკულად აღსრულებას სერიოზული შედეგები მოჰყვება და მექსიკა იძულებული იქნება საპასუხო ზომებს მიმართოს.
სააგენტო DPA აშშ-ის სასაზღვრო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის აპრილამდე მექსიკასთან საზღვარზე დაკავებულია 530 ათასი არალეგალური მიგრანტი, რაც 10 ათასით მეტია 2018 წლის მთლიან მაჩვენებელზე.