თბილისში ორი პირი დააკავეს უცხოელებთან ფიზიკური დაპირისპირების გამო
წინასწარი ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ არაბულ კაფეში მყოფ უცხოელებს. დაზიანებულია კაფის ინვენტარიც.
დაკავებულებს ბრალად ედება ხულიგნობა, სხვისი ნივთის განადგურება და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა.