ავღანეთი ყატარში დელეგატებს გაგზავნის თალიბანთან "შეხედულებების" გასაცვლელად
ავღანეთი ყატარში სამთავრობო დელეგაციას გაგზავნის, თალიბანთან მოლაპარაკებისთვის - რაც პოტენციური გარღვევაა იმ ძალისხმევაში, რომელიც ემსახურება ავღანეთში თითქმის 18 წლის განმავლობაში მიმდინარე ომის დასრულებას, მიუხედავად იმისა, რომ ექსტრემისტების განცხადებით, მონაწილეები "კერძო" სტატუსით დაესწრებიან შეხვედრას.
ყატარის დედაქალაქ დოჰაში აშშ-სა და თალიბანის წარმომადგენლებს შორის გაიმართა მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი, მაგრამ ექსტრემისტული ჯგუფი უარს აცხადებს შეხვდეს ქაბულში განთავსებულ ხელისუფლებას , რომელსაც ის აშშ-ის "მარიონეტად" აღიქვამს.
პრეზიდენტ აშრაფ ღანის სამშვიდობო წარმომადგენელმა, ომარ დაუძაიმ 7 აპრილს განაცხადა, რომ დოჰაში სამთავრობო დელეგაცია ჩავა "თალიბანთან შეხედულებების გასაცვლელად". დაუძაის თქმით, მთავრობა დელეგატების სიას საბოლოოდ 10 აპრილს შეათანხმებს, საკუთრივ მოლაპარაკება კი 14-15 აპრილს გაიმართება.
თალიბანმა 7 აპრილს დაწერა, რომ დოჰაში მოლაპარაკებაში მონაწილე პირები მთავრობის წარმომადგენლის რანგში არ იქნებიდან და მხოლოდ "კერძო" სტატუსით მიიღებენ მონაწილეობას. ამავე განცხადებაში წერია, რომ მონაწილეები სამშვიდობო მოლაპარაკებას არ გამარტავენ და მხოლოდ "თავიანთ პოზიციებს და პოლიტიკას აუხსნიან ერთმანეთს".