ონში დაჭრილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22 ნოემბერს განაცხადა, რომ ონში დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის დაჭრაში ბრალდებული პირი, 1965 წელს დაბადებულ კ.ი, რომელსაც ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, ნოდარ ბურდილაძემ ქუჩაში ხმაურის შეწყეტისკენ მოუწოდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ კ.ი-ს, რომელმაც სიტყვიერი დაპირისპირების დროს ბურდილაძე დანით დაჭრა.