პოროშენკო: სტრატეგიულ მიზნად ნატოსა და ევროკავშირში შესვლის გამოცხადება ძლიერი მესიჯია მოსკოვისათვის
პოროშენკომ 22 ნოემბერს უკრაინის პარლამენტში აღნიშნა, რომ რუსეთს, როგორც „აგრესორ სახელმწიფოს“, არ ექნება ვეტოს უფლება დასავლეთის ორ გაერთიანებაში უკრაინის გაწევრიანების საკითხში.
ამ მიმართვით ის გამოვიდა, ვიდრე პარლამენტარების დიდი უმრავლესობა პირველი მოსმენით მხარს დაუჭერდა შესწორებას უკრაინის კონსტიტუციაში სტრატეგიულ მიზნებად ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ჩასაწერად.