ადვოკატის ცნობით, სმითების მკვლელობაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს
22 ივლისს, მალხაზ კობაურის დაცვაზე უარი თქვა ადვოკატმა დავით გირგვლიანმა, რომელიც რამდენიმე დღით ადრე აცხადებდა, რომ კობაური მხოლოდ დანაშაულის მოწმეა და არა მკვლელი. მანამდე, 11 ივლისს მალხაზ კობაურმა მცხეთის რაიონულ სასამართლოში თქვა, რომ სმითები მოკლა "უცხო ორმა მამაკაცმა," რომლებიც ოჯახის ამოხოცვით დაემუქრნენ. დავით გირგვლიანს მალხაზ კობაურის დაცვაზე უარის კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია. ადვოკატის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მედიასაშუალებებით გავრცელებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ბრალდებულს სექსუალური კონტაქტი ჰქონდა ლორა სმითთან, მისი მცირეწლოვანი შვილი კი, მიბჯენით არის მოკლული.
ორმაგი მოქალაქეობის მქონე ამერიკელი ცოლ-ქმრის, რაიან და ლორა სმითების და მათი 4 წლის შვილის ცხედრები ხადის ხეობაში 6, 7 და 8 ივლისს აღმოაჩინეს. შსს-მ ბრალდებულის დაკავების შესახებ 9 ივლისს განაცხადა.