სოფელ დაგვაში 18 წლის ახალგაზრდას ეძებენ
სოფელ დაგვაში 18 წლის ახალგაზრდას ეძებენ. დაკარგული სახლიდან 7 დეკემბერს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ,,ბოლო ინფორმაციით, იგი ქობულეთის ცენტრში უნახავთ, სამარშრუტო ტაქსით წასულა ქობულეთში. იმ დღესვე მივმართეთ პოლიციას. ვითხოვთ დაიკითხოს ყველა, ვინც რაიმე ინფორმაციას ფლობს. ამოიღონ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ვითხოვთ დახმარებას“ – აცხადებს დაკარგული მოზარდის მამა. შსს ინფორმაციით, შეტყობინების მიღებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყო.