ინდონეზიის პრეზიდენტმა პუტინს ზელენსკისგან გზავნილი გადასცა
ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების დროს, რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის ლიდერის, ვლადიმირ ზელენსკის გზავნილი გადასცა. ამის შესახებ პრესას თავად ვიდოდომ განუცხადა. მან არ გაამჟღავნა წერილის შინაარსი.
პუტინის შეხვედრა ვიდოდოსთან ხუთშაბათს კრემლში შედგა. ინდონეზიის პრეზიდენტთან მისალმების დროს, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მას ძალიან გაუხარდა ვიდოდოს ნახვა რუსეთში და "იცის, რომ ეს მისი პირველი ვიზიტია ქვეყანაში." ამავე დროს, 2016 წლის მაისში პუტინი და ვიდოდო უკვე შეხვდნენ ერთმანეთს სოჭიში.
მანამდე ჯოკო ვიდოდომ გამორიცხა ვლადიმერ პუტინის პირადი ყოფნა "დიდი ოცეულის" სამიტზე, რომელიც ინდონეზიაში ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართება, მაგრამ განმარტა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან საუბარი შესაძლებელია ვიდეო ფორმატში.
პუტინთან დღევანდელ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ინდონეზიის პრეზიდენტი კიევში იმყოფებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.