160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

ნიკა მელია - მეორე ბრძოლა თბილისის მერობისთვის

პოლიტიკაში ყოფნის თითქმის რვა წლის განმავლობაში, ნიკა მელია მეორედ იბრძვის თბილისის მერობისათვის.


2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სხვა კანდიდატებთან ერთად მისი მთავარი კონკურენტები არიან თბილისის მერი კახა კალაძე და „ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი - გიორგი გახარია.


კომპანია „ედისონ რისერჩის" საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგებით, რომელიც 27 სექტემბერს გამოქვეყნდა, გადამწყვეტი ბრძოლა, სავარაუდოდ, სწორედ ამ სამ პოლიტიკოსს შორის გაიმართება. გამოკითხვის მაჩვენებლებით, კახა კალაძეს ჰქონდა ხმათა წინასწარი - 43%; ნიკა მელიას - 30%; გიორგი გახარიას კი - 12%.


41 წლის ნიკა მელიამ, დღეს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ - ამ პოსტზე 2020 წლის დეკემბერში, გრიგოლ ვაშაძე შეცვალა.


მელია აქტიურ პოლიტიკაში 2014 წელს გამოჩნდა. მანამდე ის საჯარო მოხელე იყო.


ბიოგრაფია მოკლედ:


ნიკა მელია 1979 წლის 21 დეკემბერს, თბილისში დაიბადა, ექიმების, ანზორ მელიასა (ის დღეს ზუგდიდის მერობისთვის იბრძვის) და ნანა ცანავას ოჯახში.



1996 წელს მელიამ დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა.
2002 წელს - საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
2002-2003 წლებში იგი იყო საქართველოს უშიშროების სამინისტროს გამომძიებელი.
2006 წელს დაამთავრა ოქსფორდის ბრუქსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტი, მიიღო მაგისტრის ხარისხი.
2007 წელს მუშაობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვისა და მართლწესრიგის დეპარტამენტში მრჩევლად.
2008-2009 წლებში მუშაობდა ეროვნულ აღსრულების ბიუროში უფროსის მოადგილედ. 2009-2010 წლებში იყო ეროვნული აღსრულების ბიუროს უფროსი.
2010 წელს იგი იყო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.
2010 წელს დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებლო ბიუროს უფროსად, 2010-2012 წლებში კი ამავე ბიუროს თავმჯდომარედ;
2013-2014 წლებში იყო მთაწმინდის გამგებელი.
2014 წელს იყო თბილისის მერობის კანდიდატი.
2015 წლიდან ნიკა მელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ხდება.


ნიკა მელია არის საქართველოს მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.


„მაშინ, 2014 წელს, გულმა მომცა იმპულსი, ეს ის ბრძოლაა, სადაც უნდა იყო და წინ იაროო“, - ამბობს ნიკა მელია 2020 წლის დეკემბერში რადიო თავისუფლებისათვის მიცემულ ინტერვიუში.


2014 წელს თბილისის მერის არჩევნები დავით ნარმანიამ მოიგო.


ნიკა მელიამ კი დაიწყო აქტიური პოლიტიკური საქმიანობა „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში.


მერე იყო 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები - ნიკა მელია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიის პირველ ათეულში, მეოთხე ნომრად დაასახელა. სწორედ მაშინ გახდა იგი საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი.


2017 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნიკა მელია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დაასახელა.


არჩევნები მაშინაც „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო.


2017 წელს რამდენიმეთვიანი შიდა დაპირისპირების შემდეგ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაიყო. პარტია 59-მა წევრმა დატოვა. წასულებმა პოლიტიკური საქმიანობა „ევროპულ საქართველოში” გააგრძელეს. მელია „ნაციონალებში“ დარჩა.




ნიკა მელია ისევ აქტიურად მოექცა მედიის ყურადღების ქვეშ 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს - საპროტესტო აქციაზე, რომელიც რუსეთის დუმის დეპუტატის საქართველოს პარლამენტში გამოჩენით დაიწყო და თვეების განმავლობაში გაგრძელდა.




20-21 ივნისის ღამით ნიკა მელიას ნათქვამი ფრაზა:


„10 წუთში პარლამენტში მშვიდობიანად შევალთ“ - ბევრჯერ გაუხსენეს.


მანამდე მელიამ და მისმა თანამოაზრეებმა მმართველი პარტიის პოლიტიკური ლიდერების, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვეს.


„ერთი საათის განმავლობაში თუ არ გადადგება ის, ვინც უნდა გადადგეს, მე მიმაჩნია, ხალხნო, აქ ჩვენ არაფერი არ გვესაქმება, პარლამენტის წინ. ჩვენ უნდა შევიდეთ პარლამენტში. ჩვენ უნდა შევიდეთ მშვიდობიანი, ხელებაწეული პარლამენტის შენობაში“, - თქვა მაშინ ნიკა მელიამ.


პროკურატურამ 20 ივნისს აქციის მონაწილეებისთვის პარლამენტში შეჭრისკენ მოწოდების ბრალდებით ნიკა მელიას დაპატიმრება მოითხოვა. ბრალდება ასეთი იყო: „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით“.


ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნიკა მელიას 6-დან - 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.


„პატივია, როდესაც გახარიასთან, ივანიშვილთან და გავრილოვთან ბრძოლაში დაგიჭერენ. ბოლო პოლიტიკური პანჩურის ამორტყმის შესაძლებლობა მე რომ არ მექნება, ამაზე მწყდება გული“, - თქვა მაშინ ნიკა მელიამ.


შემდეგ იყო 26 ივნისის ცნობილი სხდომა და პარლამენტში მარტო, თანაგუნდელების გარეშე მისული მელია, რომელიც მარტო იჯდა „ქართული ოცნების“ დეპუტატების პირისპირ - ამ დღეს საქართველოს პარლამენტმა 91 ხმით არცერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა გენერალური პროკურორის მიმართვას, ნიკა მელიას დასაპატიმრებლად სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვაზე თანხმობის მიცემის შესახებ.




„მე ძალიან ბევრი რამ მექნება სათქმელი ჩემი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, თანაც სიამაყით და ვფიქრობ, თქვენ ძალიან ცოტა რამ გექნებათ სათქმელი სიამაყით თქვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმ ეპიზოდს, როდესაც მტერი ჩასვით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში“, - უთხრა მელიამ მაშინ დეპუტატებს.


ნიკა მელიას დეპუტატობის იმუნიტეტი შეუჩერდა. ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლომ მას წარდგენილი ბრალდებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 30-ათასლარიანი გირაო შეუფარდა.


სააპელაციო სასამართლომ პროკურატურას ნიკა მელიას ელექტრონული მონიტორინგი დაავალა - მას გადაადგილება მხოლოდ ელექტრონული სამაჯურით შეეძლო. მელიას ასევე არ შეეძლო თავისუფლად გადაადგილება პროკურატურისთვის შეტყობინების გარეშე. ეს შეზღუდვა მან არაერთხელ დაარღვია, მათ შორის, ტელეეთერში მისვლით.


„მე მგონი, ამათ მართლა რეალური მელია ვგონივარ ძაღლისებრთა ოჯახიდან“, - თქვა მაშინ ნიკა მელიამ.


ეს სამაჯური ნიკა მელიამ დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამართულ გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე საქვეყნოდ მოიხსნა და ხალხში მოისროლა.


„აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას. გამორიცხულია. მე ამ სამაჯურს აღარ ვატარებ, რადგან ეს არის უსამართლობის სიმბოლო, ეს არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბამ, გამორიცხულია“, - თქვა მან.


2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ნიკა მელია მაჟორიტარი დეპუტატობისთვის გლდანში იბრძოდა. სწორედ ამ არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდა გაერთიანებული ოპოზიცია.


ამ საპროტესტო აქციამ პარლამენტიდან ფეხით მსვლელობით ცესკოს შენობასთან გადაინაცვლა:


„ამ შენობას ხალხი დაუწესებს კომენდანტის საათს. არავინ შევა და არავინ გამოვა. რადგან ამ შენობაში მუშაობის უფლება არავის არ აქვს“, - აცხადებდა ნიკა მელია, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად ცესკოს მაშინდელი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვდა.


იმ ღამით ცესკოსთან შეკრებილი მანიფესტანტები სპეცრაზმელებმა წყლის ჭავლით დაშალეს.


ამის შემდეგ დაიწყო ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისი - ოპოზიცია, რამდენიმე გამონაკლისი პოლიტიკოსის გარდა, პარლამენტში არ შევიდა. ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით დაიწყო „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მრავალრაუნდიანი მოლაპარაკებები, რომლებსაც დიდხანს არ მოჰყოლია შედეგი.


2020 წლის დეკემბერში ნიკა მელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე გახდა.


ამ პოსტზე მის ოფიციალურ დამტკიცებამდე, პარტიაში ელექტრონული კენჭისყრა ჩაატარეს. ხმების 64.9 პროცენტი (13 491 ხმა) ნიკა მელია მიიღო. თავმჯდომარეობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, ლევან ვარშალომიძემ კი - 35.1 პროცენტი (7288 ხმა).


2020 წლის თებერვალში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია გენერალურ პროკურატურაში გირაოს გადაუხდელობის გამო დაიბარეს - ჯერ გასაფრთხილებლად.


„არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ“, - თქვა მაშინ ნიკა მელიამ.


მაგრამ მერე იყო სასამართლო, მელიას პატიმრობა შეეფარდა, ხოლო 23 თებერვალს ის სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სადაც ის მხარდამჭერებსა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა.




2020 წლის 1 ნოემბერს, როცა პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური საჯაროდ მოიხსნა, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. სასამართლომ გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და მელიას გადახდის ვადად 50 დღე მისცა.


16 თებერვალს, პარლამენტმა მელიას იმუნიტეტი შეუჩერა და ამით საქალაქო სასამართლოს მიეცა შესაძლებლობა, მისთვის წინასწარი პატიმრობა შეეფარდებინა.


შსს ნიკა მელიას დაპატიმრებას 18 თებერვალს გეგმავდა, თუმცა გადადო მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ მოულოდნელად საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა და მიზეზად დაასახელა მელიას დაპატიმრების გამო აზრთა სხვადასხვაობა მასსა და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებს შორის.


„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე, 23 თებერვალს დილით კი, საპოლიციო ძალებმა გადაწყვეტილება შეასრულეს და მელია დაიჭირეს.


ოპოზიციის ლიდერის დაკავებას დიდი რეზონანსი მოჰყვა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოელი პარტნიორების მხრიდანაც არაერთი კრიტიკული განცხადება გაკეთდა.


საპროტესტო აქცია-მსვლელობების და მოლაპარაკებების შემდეგ, საბოლოოდ, ნიკა მელიას გირაო - 40 000 ლარი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გადაიხადა. ეს იყო შედეგი 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეული ურთიერთგაგებისა.


მელია ციხიდან გათავისუფლდა.


ბოიკოტისა და პატიმრობის შემდეგ, საქართველოს პარლამენტში შესულმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ პარლამენტის ტრიბუნიდან თქვა:


„მე შემოვედი ამ დარბაზში დღეს ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ თითოეული თქვენგანი, რაც შეიძლება მალე, სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან და ამის შემდეგ საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა, რომ აირჩიოს ნამდვილი პარლამენტი და ლეგიტიმური ხელისუფლება“.


მალევე ამ ამბების შემდეგ, ნიკა მელიამ პარლამენტის დეპუტატის მანდატი დატოვა და განაცხადა, რომ ის მთლიანად ერთვებოდა წინასაარჩევნო კამპანიაში და „ოქტომბრის რეფერენდუმის“, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის ბრძოლაში.


2021 წელს ნიკა მელია გაერთიანებული ოპოზიციისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ისევ თბილისის მერობისთვის იბრძვის.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Прокуратура проверяет информацию о пропаже вертолета в Архангельской области



Мода

Российская мода на «Текстильлегпром»






Новости 24 часа

На матче "ЦСКА-Динамо" родилась новая семья



Game News

Мафия-НН: Все началось за длинным столом на пивном заводе.



Москва

Обзор известных приложений, созданных на iOS



News Every Day

Raging Richarlison slams ‘f***ing s***’ card as Tottenham star’s EA FC 25 rating is revealed



Происшествия

Братство спасателей с искренней радостью поздравляет с назначением на должность министра чрезвычайных ситуаций Республики Крым



Москва

Набиуллина заявила о значительном росте кредитного мошенничества в России



Сергей Шнуров

«Она все загубила»: Собчак назвала супругу Шнурова причиной крушения его карьеры



Москва

Прием заявок участников ярмарок выходного дня в Москве стартует в октябре



ATP

Алибек Качмазов поднялся на 73 позиции в рейтинге ATP, достигнув 179-го места



Москва

В Москве ежегодно состоялся юбилейный, всероссийский, патриотический гала-концерт «Проза и поэзия» «Россия - семья семей»



Алексей Сёмин

Требования к аварийным душам для правильной установки и использования



Симферополь

Мастерица из Севастополя делает иконы из крымской гальки



Москва

В Москве ежегодно состоялся юбилейный, всероссийский, патриотический гала-концерт «Проза и поэзия» «Россия - семья семей»



Москва

Собянин: начато строительство тоннеля Рублево-Архангельской линии



Москва

В Москве ежегодно состоялся юбилейный, всероссийский, патриотический гала-концерт «Проза и поэзия» «Россия - семья семей»



Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Леонид Черноног: Для создания городов будущего мы стремимся замкнуть партнерскую цепь «градостроитель-производитель лифтов»





Путин в России и мире
Москва

Михаил Котюков: реализация системы мер государственной поддержки местных экспортеров – одно из ключевых направлений нашей работы


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Пушков объяснил, почему Трамп не захотел встречаться с Зеленским


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Сергей Рахманинов

В Тамбове пройдут конные бега под музыку Рахманинова



Москва

Сына миллиардера Бажаева выпустили из СИЗО

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net