სერგეი ლავროვის განცხადებით, მოლდოვას არჩეული პრეზიდენტის მოთხოვნას სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე რუსეთი არ მიიღებს
რუსეთი უპასუხისმგებლოს უწოდებს მოლდოვას არჩეული პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებებს დნესტრისპირეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის შესახებ და არ მიღებს ასეთ მოთხოვნას.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. “მიჭირს შეფასება, რა ჰქონდა მხედველობაში ქალბატონ სანდუს, როდესაც რუსი სამშვიდობოების გაყვანის აუცილებლობის შესახებ განაცხადა, მაგრამ ის, რომ ეს თითქოსდა დაეხმარება დარეგულირებას და თითქოს და ჩვენ შევძლებთ ასეთი მოთხოვნის მიღებას, საკმაოდ უპასუხისმგებლოა, პირდაპირ ვიტყვი – ეს ფაქტია“, – განაცხადა ლავროვმა „რასია 24“-ზე გამოსვლისას.
მისი თქმით, მიზანი, რომლის გამოც მშვიდობისმყოფელები დნესტრისპირეთში არიან ის არის, რომ არ დაუშვან ახალი კონფლიქტის გაჩენა. მანვე აღნიშნა, რომ სწორედ რუსმა სამხედროებმა შეაჩერეს დნესტრისპირეთის კონფლიქტის ცხელი ფაზა და მას შემდეგ უკავიათ გაყინულ, მაგრამ არა სასიკვდილო მდგომარეობაში. მაია სანდუ 30 ნოემბერს კიშინიოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოვიდა მოთხოვნით, მოხდეს სამშვიდობოების რეფორმირება დნესტრისპირეთში.