„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით დედაქალაქის რამდენიმე უბანში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საპატრულო პოლიციის მიერ გარკვეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა 14 ოქტომბრის 21:00 საათიდან შეიზღუდა.