კიევში რუსი ჟურნალისტი მოკლეს
Facebook Messenger Viber Twitter კიევში მცხოვრები რუსი ჟურნალისტი, არკადი ბაბჩენკო მოკლეს. როგორც ცნობილია დაჭრილი მისმა ცოლმა ბინაში აღმოაჩინა, არსებული ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და საავადმყოფოში გადაყვანის დროს გზაში გარდაიცვალა. არკადი ბაბჩენკო კიევში 2017 წელს გადავიდა, რადგან მის მიმართ რუსეთში არაერთი მუქარა ხორციელდებოდა, ის რუსეთის ხელისუფლებას აკრიტიკებდა და ომის გაჩაღებაში ადანაშაულებდა.