ნულოვანი ტოლერანტობა ნიუ-იორკის მერის გამონათქვამია და არა სააკაშვილის – სევდია უგრეხელიძე
ნაციონალური მოძრაობის წევრ სევდია უგრეხელიძის განცხადებით, გამოთქმა “ნულოვანი ტოლერანტობა და ყველანი ციხეში” ეკუთვნის ნიუ იორკის მერს და არა მიხეილ სააკაშვილს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იბერია”-ს ეთერში სტუმრობისას, ხათუნა ხოფერიას განუცხადა, როდესაც ის ყოფილი პრეზიდენტის მიერ ნულოვან ტოლერანტობასთან დაკავშირებით ცნობილ გამოთქმას იხსენებდა.