მარნეულში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი დაჭრეს
ცოტა ხნის წინ მარნეულში მდებარე ქართული ოცნების შტაბში უცნობმა პირმა იარაღიდან გაისროლა. დაჭრილია მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატი და მასთან ერთად მყოფი კიდევ 3 ადამიანი. შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. მაჟორიტარობის კანდიდატს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.