საკრებულოს წევრის პატიმრობაზე საქალაქო სასამართლო განცხადებას აკეთებს
თბილისის საქალაქო სასამართლო საკრებულოს წევრის, ზურაბ ნეფარიძისა და მისი ცოლის დისთვის, ქრთამის აღების ბრალდების გამო, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. “თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა სამოხელეო დანაშაულის ფაქტზე, ბრალდებულების ზ.ნ.–ს და ა. მ.–ს მიმართ და მათ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეუფარდა პატიმრობა. ზ.ნ.–ს ბრალად ედება ქრთამის აღება, ესე იგი მოხელის მიერ ფულის პირდაპირი მოთხოვნა და […]