პარლამენტის ყოფილი წევრი თემურ ჟორჟოლიანი გარდაიცვალა
67 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, “კონსერვატიულ-მონარქისტული” პარტიის დამფუძნებელი თემურ ჟორჟოლიანი. ინფორმაციას კონსერვატიულ-მონარქისტული პარტია ავრცელებს. “საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა პარტიის დამფუძნებელი და პირველი მონარქისტი, სამგზის პოლიტ პატიმარი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, წმინდა მეფის სოლომონ მეორის ჩამომსვენებელი საქართველოში, ბატონი თემურ ჟორჟოლიანი”– ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.