უფლებადამცველები ცირკის მიმდებარე ტერიტორიისთვის ტრანსგენდერთა სკვერის დარქმევას ითხოვენ
სექსუალურ უმცირესობათა უფლებადამცველებმა საქართველოში მოკლული ტრანსგენდერების პატივსაცემად თბილისის ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეები დარგეს. მათი განცხადებით, 31 მარტი არის ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღე. უფლებადამცველების სურვილია, რომ ადგილს, სადაც ნარგავები დაირგა “ტრანსგენდერთა სკვერი” ეწოდოს.