ბექა შენგელია შეურაცხადია, მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა – ადვოკატი
76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ბექა შენგელიას ადვოკატის ლალი ბიწოშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავების დღიდან ფსიქიატრიულ განყოფილებაშია. “ბექა შენგელია შეურაცხადია, მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ექსპერტიზის ბიურომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასრულყოფილი დასკვნა დადო”, – განაცხადა ადვოკატმა.