მეუფესთან აღსარების დონეზე მქონდა საუბარი – მამა გიორგი მამალაძის დედა
დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია დატოვეს. როგორც ეპარქიის შენობიდან გამოსვლის შემდეგ დეკანოზის დედამ, ქეთევან მაღლაკელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას მეუფესთან „აღსარების დონეზე ჰქონდა საუბარი“. სხვა დეტალებზე მან საუბარი არ ისურვა. დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით არის დაკავებული. საქმეზე გამოძიება 18-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი მეუფე დიმიტრის რეზიდენციაში მივიდა