ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ორი პირი. საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.